ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა „ქართული ანბანის“ ძეგლი დადგეს, ისინი დახმარებას ითხოვენ (ფოტოკოლაჟი)
ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოიდანზე “ქართული ანბანის” ძეგლი დადგეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ფერეიდნელმა ქართველმა ანდრო ნაგველიანმა მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, მიუხედავად ირანელების წინააღმდეგობისა, ქართველები ძეგლს მთელი ღამე სდარაჯობდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ირანის უშიშროება ძეგლს დაანგრევს. ფერეიდნელი ქართველები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის მიმართავენ და აცხადებენ, რომ უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ძეგლი დაცული იყოს. “მთელს ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან, მთელი ქალაქი ფეხზე დგას და საკუთარი ქართველობის დასაცავად მზად არიან… მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველაფერი გააკეთოს ფერეიდნელი ქართველების დასაცავად”! – აცხადებს ანდრო ნაგველიანი.