რუს მსახიობს ტყიამფრქვევით სროლა მოენატრა
რუსი მსახიობი მიხეილ პორეჩენკოვი, რომელიც გასულ წელს უკრაინაში იმყოფებოდა და დონეცკის აეროპორტის სიახლოვეს ტყვიამფრქვევბიდან ისროლა, დონბასში გამგზავრებას კიდევ ერთხელ გეგმავს. მსახიობი აპირებს მხარი დაუჭიროს „მათ ვინც რეგიონის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის“.
ინტერნეტში პორეჩენკოვის მიერ ტვიამფრქვევიდან სროლის ამსახველი ვიდეოს გამოჩენის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცველებმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ვინაიდან ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით იარაღიდან ისროდა.