“ბი-ბი-სის” ჟურნალისტებმა: ოდრი სკოტმა და დენიელ ნოლიმ სვანეთზე ფოტორეპორტაჟი შექმნეს
“ბი-ბი-სის” სამოგზაურო რუბრიკის ჟურნალისტებმა – ოდრი სკოტმა და დენიელ ნოლიმ სვანეთის შესახებ ფოტორეპორტაჟი შექმნეს. ზემო სვანეთის 65 – კილომეტრიანი მანძილი, ჟაბეშიდან უშგულამდე, მათ ფეხით დაფარეს. ფოტორეპორტაჟში ისინი სვანეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე საუბრობენ. “ბი-ბი-სის” ჟურნალისტები სამი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ კავკასიონის მწვერვალებს, ადგილობრივ ისტორიას, ტრადიციებს და ადათ – წესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტებმა მოგზაურობის შესახებ სტატიაც დაწერეს. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას სვანეთის უმაღლეს სოფელს, უშგულს უთმობენ.