მარიუპოლთან რუსი „ბოევიკები“ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს მიუახლოვდნენ

მარიუპოლის სიახლოვეს შეინიშნება რუსი სამხედროების დაჯგუფების კონცენტრაცია და გადაადგილება. ტექნიკის და ცოცხალი ძალების ნაწილი მათ უკრაინის სამხედროებთან უშუალო სიახლოვეს განათავსეს.
ამის შესახებ უკრაინის დეპუტატმა და „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დაჯგუფებაში შედის რუსეთიდან გადმოსროლილი სამხედრო ტექნიკა და სპეციალისტები. გამოჩნდა 6 ტანკი, 5 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 2 საზენიტო დანადგარი და ნაღმმტყორცნთა ბატარეა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, რუსი სამხედროები ბოლო დღეებში დონეცკის მიმართულებითაც გააქტიურდნენ და აქტიურ სადაზვერვო მოქმედებებს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები