რუსმა ნაცისტებმა უკრაინელი სასიკვდილოდ სცემეს (ვიდეო)
რუსი ნაცისტების ბანდამ მოსკოვში 37 წლის უკრაინელი სასიკვდილოდ სცემა, ინტერნეტში ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოა განთავსებული.
სასტიკად ნაცემი მამაკაცი მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციაში მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქე რომან მუზიჩენკოა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.