62 წლის მთვრალმა ქალბატონმა თვითმფრინავში დებოში ატეხა

თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკიდან ბანგკოკში მიფრინავდა, ემელიანოვის აეროპორტში აფრენიდან 2 საათში დაბრუნდა.
აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთმა ნასვამმა მგზავრმა გამოიწვია. თვითმფრინავი, რომელიც კრასნოიარსკიდან 3.30 სთ-ზე გაფრინდა, უკან 5.30-ზე დაბრუნდა, ხოლო მეორედ ბანგკოკში უკვე ადგილობრივი დროით 11 საათზე გაემგზავრა, ვინაიდან ეკიპაჟს სამუშაო დღე დაუმთავრდა და მისი გამოცვლა გახდა აუცილებელი. დებოშიორი ქალბატონის სახელი და გვარი არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ, რომ 62 წლის ქალს ფრენის ეშინია და ალკოჰოლის მიღება ამის გამო გადაწყვიტა. რუსი ავიადებოშიორების მონაწილეობით ინციდენტები საკმაოდ ხშირად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები