უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა

დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას 8 წლის გოგო ემსხვერპლა. საბრძოლო-სადესანტო მანქანა ქვეითად მოსიარულეებს – ქალს და ორ ბავშვს დაეჯახა. როგორც ადგილობრივი მილიციის წარმომადგენლები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად 39 წლის ქალმა სხეულის დაზიანება მიიღო, ხოლო მეორე ბავშვი უვნებელი გადარჩა. სამართალდამცველების ცნობით, ავარია სამხედროების მიერ მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით, დამნაშავეები უკვე დააკავა სამხედრო პროკურატურამ. მოგვიანებით 100-ზე მეტი ადამიანი ინდუსტრიული ტექნიკუმის შენობასთან მივიდა, სადაც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. განრისხებულმა მოსახლეობამ საბურავებს ცეცხლი მოუკიდა და შენობის მინებს ქვები დაუშინა. ადგილობრივი ადამიანები შიშობენ, რომ დამნაშავეებს არ დასჯიან, ხოლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მოსახლეობას დაადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები