აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – პუტინმა ყირიმში სამხედრო აგრესია აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ყირიმის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ და კიდევ უფრო აგრესიული მოქმედებებისთვის მზად იყვნენ. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეინ პსაკიმ,  რუსული ტელევიზიით გასული დოკუმენტური ფილმის „ყირიმი – გზა სამშობლოსკენ“ კომენტირებისას, – განაცხადა.
„ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ყირიმში სიტუაციაში არ ჩარეულან. ახლა კი ის მთელი მსოფლიოს წინაშე აღიარებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, მართლაც, მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიაში, ეს მისი სიტყვებია“, – ამბობს პსაკი.
„პუტინმა არა მარტო სამხედრო აგრესიის ფაქტი აღიარა, არამედ ისიც, რომ უფრო აგრესიული მოქმედებებისთვისაც მზად იყო“, – განაცხადა პსაკიმ პუტინის სიტყვების კომენტირებისას, რომ ის აუცილებლობის შემთხვევაში მზად იყო, ქვეყნის ბირთვული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები