პრინცი ჰარი ჯარიდან მიდის და ჰუმანიტარულ აქციებში ჩაერთვება

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის უმცროსი შვილიშვილი პრინცი ჰარი ქვეყნის სამხედო-საჰაერო ძალებს დატოვებს. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.
ჯარიდან წასვლის შემდეგ პრინცი ჰარი 2 თვის განმავლობაში მივლინებით ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში გაემგზავრება, შემდეგ კი აფრიკაში ჰუმანიტარულ მისიებში ჩაერთვება. მოგვიანებით ის დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროგრამით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. პრინცმა ჰარიმ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში 10 წლის განმავლობაში იმსახურა. ამ ხნის მანძილზე ის რამდენიმე ცხელ წერტილში იმყოფებოდა, მათ შორის ავღანეთში. 2012 წელს ვერტმფრენ Apache-ს პილოტირებისას ბრიტანელმა პრინცმა მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი საველე მეთაური გაანადგურა.
ჰარი სამეფო ოჯახის მეორე წევრია თავისი ბიძის იორკის ჰერცოგის ენდრიუს შემდეგ, რომელიც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები