„როსობორონექსპორტი“ – „მისტრალების“ საკითხი აპრილის ბოლომდე გადაწყდება
„მისტრალის“ ტიპის ვერტმფრენმზიდებზე რუსეთი საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის აპრილამდე მიიღებს. ამის შესახებ „რია-ნოვოსტის“ „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ანატოლი ისაიკინმა განუცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი და პარიზი ამ საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ. რუსული მხარის მტკიცებით, თუ საფრანგეთი კონტრაქტს არ შეასრულებს, მას ფულის დაბრუნება მოუწევს. „ეს დეტალები კონტრაქტშია გაწერილი“, – აცხადებს ისაიკინი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთს, მის მიერ შეკვეთილი ვერტმფრენმზიდები აღარ გადაეცემა. პარიზში ამბობენ, რომ მზად არიან, წავიდნენ ფინანსურ ზარალზე. „მისტრალის“ გადაცემის საკითხი რუსეთისთვის პრობლემური გახდა დასავლეთის და ევროკავშირის მხრიდან მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შემდეგ.