იაცენიუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას მოითხოვს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას მოითხოვს. უკრაინის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ „სიტუაცია ძალზე რთულია, რადგანაც რუსეთის ტერორისტული ჯარები უკან დახევას არ აპირებენ“. „თავდაცის სამინისტროსგან და გენერალური შტაბისგან უკრაინის თავდაცვის ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას მოვითხოვ, ხოლო საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა სახელმწიფო უწყებების დაცვა უნდა გააძლიერონ“, – განაცხადა იაცენიუკმა. ჩინოვნიკებს, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფენ, პრემიერი სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა.