ბოსტონში თოვლის რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა
აშშ-ს ქალაქმა ბოსტონმა თოვლის რეკორდი დაამყარა. მიმდინარე წელს აქ 275 სანტიმეტრი ნალექი მოვიდა. ეს ყველაზე უხვთოვლიანი ზამთარია ქალაქის ისტორიაში მეტეოროლოგიური დაკვირვების დაწყების შემდეგ, ანუ 1872 წლიდან. ბოლო რეკორდი ბოსტონში თოვლის რაოდენობის მიხედვით 1995 წელს დამყარდა, თუმცა წლევანდელმა ნალექმა მაშინდელს 1 მეტრით გადააჭარბა. სინოპტიკოსები მიმდინარე კვირის ბოლომდე ბოსტონში კვლავ თოვლს ელოდებიან.