პუტინი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთის ლიდერს ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა. „რია-ნოვოსტის“ ცნობით, სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკება სანქტ – პეტერბურგში გაიმართა. პუტინმა და ატამბაევმა რუსეთ-ყირგიზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანაშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე განიხილეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან ყირგიზეთის მიერთების საკითხი. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე ამ დრომდე არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი სახალხოდ 6 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა.