ევროსაბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს

ევროვსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკაშირებულ ღონოსძიებებში მონაწილოებაზე უარი განაცხადა. როგორც პოლონური მედია წერს, ტუსკმა მიიღო მიწვევა რუსეთის ხელისუფლებისგან, მაგრამ მოსკოვში ის არ წავა.
„ისეთ ქვეყანაში გამგზავრება და სამხედრო აღლუმზე დასწრება, რომელიც არის აგრესორი და იმ პირთან შეხვედრა, ვინც უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღს იყენებს, როგორც მინიმუმ, არასწორია“ – განაცხადა ტუსკმა.
ცოტა ხნის წინ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლაზე უარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც განაცხადა, თუმცა მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ მოსკოვში აღლუმის მომდევნო დღეს – 10 მაისს ჩავა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავს ვლადიმერ პუტინთან ერთად გვირგვინით შეამკობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები