აშშ-მ და ირანმა ბირთვულ თემატიკაზე მოლაპარაკება განაახლეს

აშშ-ს სახელმიწფო მდივანმა ჯონ კერიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ორშაბათს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკება განაახლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. მხარეები ცდილობენ, სადავო საკითხებზე 31 მარტამდე შეთანხმდნენ – სწორედ ამ დღეს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ვადა იწურება. შეხვედრას აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი და ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები