ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ორშაბათს, 16 მარტს სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა: ჩრდილოეთ ფლოტში, დასავლეთის სამხედრო ოლქის ზოგიერთ ქვედანაყოფში და საჰაერო-სადესანტო ძალებში. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
როგორც რუსეთის თავდაცვის ეროვნულ ცენტრში თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, წვრთნებში ჩართულია 38 ათასი სამხედრო, 3360 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, 41 სამხედრო ხომალდი, 15 წყალქვეშა ნავი, 110 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად განგაში გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები