ასტანაში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი კიდევ ერთხელ გადაიდო

ოფიციალურმა ასტანამ ყაზახეთის, ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ახალი თარიღი დაასახელა. პუტინი, ლუკაშენკო და ნაზარბაევი ყაზახეთის დედაქალაქში 20 მარტს შეხვდებიან. ამის შესახებ ნურსულთან ნაზარბაევის პრესმდივანმა დაურენ აბაევმა განაცხადა. შეხვედრა ასტანაში 13 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ის არ შედგა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამიტი პუტინის ავადმყოფობის გამო გადაიდო. ამასთანავე, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „პუტინი აბსოლუტურად ჯანმრთელია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები