ქსენია სობჩაკი რუსეთიდან მიდის

რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ სობჩაკმა პარასკევს განაცხადა, მისი ხელმძღვანელობით ჟურნალ L`Officiel-ის პირველი ნომრის გამოსვლის საზეიმო საღამოზე. როგორც რუსული პრესა იუწყება, რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია ე.წ. დასახვრეტთა სიების არსებობის შესახებ, სადაც ერთ-ერთი პირველი თითქოს სობჩაკი ფიგურირიებდა. თავად სობჩაკმა ამ მუქარის შესახებ ბორის ნემცოვის დაკრძალვის დღეს განაცხადა. მისი თქმით, იმ დღეს მასთან უცნობი მამაკავი მივიდა და უთხრა – „ქსენია, გაითვალისწინეთ, თქვენ შემდეგი ხართ.“ გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, სობჩაკს საზღვარგარეთ წასვლა რუსულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები