პაკისტანში ადგილობრივმა ქრისტიანებმა ერთი ადამიანი ლინჩის წესით გაასამართლეს
პაკისტანის ქალაქ ლახორის ადგილობრივი ქრისტიანები საპროტესტო აქციებზე მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ქალაქის ქრისტიანულ რაიონ იუხანაბადში ეკლესიებთან აფეთქებები მოხდა. ტერაქტების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 80 დაიჭრა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო. მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციაზე მისულმა ადამიანებმა ეკლესიის მოედანზე ორი საეჭვო პირი დააკავეს, ისინი ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულეს და ერთ ერთი მათგანი ცოცხლად დაწვეს. მანიფესტანტები პაკისტანის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, ვინაიდან, მათი აზრით, ქვეყნის ხელისუფლება ტერორიზმთან საბრძოლველად სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს.