პესკოვი პუტინის ადგილსამყოფელის შესახებ კომენტარს არ აკეთებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარი განაცხადა ვლადიმერ პუტინის ადგილსამყოფელის შესახებ საუბარზე. მისი თქმით, „ასეთ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთების პრაქტიკა არ არსებობს“. რუსეთის ტელეარხ „დოჟდის“ ინფორმაციით, პუტინი თავის ვალდაის რეზიდენციაში იმყოფება. ჟურნალისტების კითხვაზე, კომენტარი გაეკეთებინა ინფორმაციაზე, რომ პუტინი გრიპით არის ავად, პესკოვმა განაცხადა – „კომენტარს არ ვაკეთებთ, თემა დახურულია“.
ვლადიმერ პუტინი საზოგადოებაში 6 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები