ლიტერატურული პროექტის „შეხვედრის საბა-ბი“ პრეზენტაცია გაიმართება

17 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული პროექტის „შეხვედრის საბა-ბი“ პრეზენტაცია გაიმართება. ლიტერატურული პრემია „საბასა“ და ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ ერთობლივი პროექტი გულისხმობს უმაღლეს სასწავლებლებში „საბას“ ლაურეატების საჯარო ლექციებისა და მასტერკლასების ციკლს.
პრეზენტაცია რატი ამაღლობელის საჯარო ლექციით „პოეზია, როგორც თავისუფლებაში ვარჯიში“ გაიხსნება. ელექტრონული წიგნების სახლი, რომელიც აერთიანებს ქართულ ენაზე გამოცემულ მრავალფეროვან ლიტერატურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფასდაკლების ვაუჩერებს აწესებს და სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს: ყველა შემოქმედებითად მოტივირებულ სტუდენტს საშუალება ექნება დარეგისტრირდეს ელგამომცემლად, განათავსოს და გაყიდოს თავისი ნაწარმოებები saba.com.ge-ზე, რომელსაც ამჟამად 70 000- მდე მომხმარებელი ჰყავს.
წარმოდგენილი იქნება კულტურის არხი „არტარეა“, რომელიც საკუთარი გადაცემების პრეზენტაციას გამართავს, მოსულ სტუმრებს კი, საჩუქრად კულტურასა და ხელოვნებაზე გამოცემული ჟურნალი „თი-ბი-სი“ გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები