რომის პაპი მზად არის გახდეს შუამავალი ლუკაშენკოსა და დასავლეთს შორის

რომის პაპი ფრანცისკე მზად არის დაეხმაროს ბელორუსსა და ევროკავშირს ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის, – ამის შესახებ „როიტერი“ ვატიკანის პრესმდივან პიეტრო პაროლინზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ ვხედავთ მიზანდასახულობას ბელორუსის მთავრობის ღია ურთიერთობისთვის ევროკავშირთან და ასევე მთელ მსოფლიოსთან მიმართებაში. ვატკანი მზად არის შეიტანოს თავისი წვლილი ამ პროცესში”, – აღნიშნა პაროლინიმ.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მიდის მუშაობა ბელორუსიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ვატიკანში. აღსანიშნავია, რომ ბელორუსიის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტია კათოლიკე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები