უცხოური მედია: ვლადიმერ პუტინი ებოლას ვირუსს ებრძვის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ებოლას ვირუსს ებრძვის. ერთ-ერთი უცხოური მედია საშუალების ინფორმაციით, ის თებერვლის დასაწყისში დაინფიცირდა, როდესაც ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. დაავადების სიმტომები კი თებერვლის ბოლოს გამოვლინდა.
“პუტინის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ის კარანტინშია. სწორედ ამიტომ არ ჩნდება ის საზოგადოებაში, კრემლს კი ამ ამბის მიჩქმალვა სურს, რადგანაც თუ მისი დაავადების შესახებ ცნობილი გახდება, ეს საერთაშორისო დონის სკანდალი იქნება”, – წერს სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთში ებოლას ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ებოლას ვირუსის ნიშნები ჰქონდა, ყაზახეთის აეროპორტიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.