ქრისტიანულ ეკლესიასთან მომხდარმა აფეთქებებმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

პაკისტანში, ქალაქ ლაჰორში ორ ქრისტიანულ ეკლესიასთან აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 10 ადამიანი, დაჭრილთა ზუსტი რიცხვი კი უცნობია.
აფეთქება საეკლესიო მსახურების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჯამატულ აჰრარამ“ აიღო, რომელიც პაკისტანში „თალიბანის“ ერთ-ერთი განშტოებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები