პესკოვი პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: „არ ვაკეთებ კომენტარს, თემა დახურულია”

წინა კვირას ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე საჯარო შეხვედრა გაუქმდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ვირუსი (გრიპი) შეეყარა, თუმცა ამ ფაქტს არ ადასტურებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.
როგორც „დოჟდი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ვლადიმერ პუტინი ბოლო ხანები მოსკოვში არ იმყოფებოდა. ის სავარაუდოდ თავის ოფიციალურ რეზიდენციაში, ვალდაის ტბაზე “ნიჟნი ნოვგოროდში” იყო.
პრეზიდენტის პრეს-მდივნმა უარი განაცხადა გაეკეთებინა კომენტარი, თუ სად იმყოფება პუტინი. ინფორმაციაზე ჰქონდა თუ არა პუტინს გრიპი, პესკოვმა უპასუხა: „არ ვაკეთებ კომენტარს, თემა დახურულია“.
16 მარტს დაგეგმილია შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამაევს შორის სანქტ-პეტერბურგში, – ამის შესახებ 13 მარტს დაწერა კრემლის ოფიციალურმა საიტმა.
ვლადიმერ პუტინი უკვე კვირაზე მეტია არ გამოჩენილა ხალხში. ამის გამო, გაჩნდა ეჭვი რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მიმართ პრობლემები აქვს, თუმცა კრემლმა ის უარყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები