პესკოვის მტკიცებით, პუტინი დღეს დოკუმენტური ფილმის ყურებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დღეს ქვეყნის პირველი პირი დოკუმენტური ფილმის ყურებას გეგმავს. ფილმი ყირიმზეა და სახელწოდებაც შესაბამისი აქვს: “ყირიმი, გზა სამშობლოსკენ”.
პუტინის გაუჩინარების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის მთავარი მოვლენიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. კონკრეტული ინფორმაცია პუტინის ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები