სომხეთი საპარლამენტო მმართველობაზე გადადის

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა საკონსტიტუციო რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე უნდა გადავიდეს.
აღნიშნული რეფორმა საყოველთაო რეფერენდუმზე უნდა დამტკიცდეს. მისი ჩატარების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, კონცეფციაზე სპეციალურმა კომისიამ იმუშავა.
ამ დროისათვის სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები