ზაურ დადაევი ბორის ნემცოვის მკვლობაში აღებული თანხით დაქორწინებას აპირებდა

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკველობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი აცხადებს, რომ მკვლელობაში აღებული ფულით დაქორწინებას აპირებდა.
“დნი.რუ”-ს ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბორის ნემცოვის მკველეობისთვის გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით დამკვეთებმა თითოეულ დაქირავებულ ქილერთან მოლაპარაკებები დამოუკიდებლად აწარმოეს.
„მაგალითად დადაევს, ძალიან სჭირდებოდა რაღაც რაოდენობის თანხა. საუბარი მიდიოდა დაახლოებით 85 ათასს ამერიკულ დოლარზე, ზუსტად იმდენივე რამდენიც ქორწილზე. მას სურდა დაბრუნება თავის მხარეში, რომ ხელი ეთხოვა თავის მეგობარი გოგოსთვის“, – აცხადებს გამოცემასთან საუბრისას წყარო.
ამ თანხის გამო, დადაევი მკვლელობამდე ერთი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა თავის მსხვერპლს. რის შემდეგაც მან 6 ტყვია ესროლა პოლიტიკოსს და ადგილიდან მიიმალა. უნდა ითქვას, რომ ზაურ დადაევმა ადვოკატების რჩევით, თავდაპირველი აღიარებითი ჩვენება უარყო. თუმცა, „ეფ ეს ბე“-ს წარმომადგენლის თქმით, ეს არაფერს არ ცვლის.
„არ მინდა, დეტალებში შევიდე, თუმცა მკვლელობის ჩადენის შემდეგ დადაევმა იარაღი მდინარეში გადააგდო. ხოლო ზაურ დადაევის ტელეკამერებთან განცხადება “ მე მიყვარს მუჰამედი“ თვალის ასახვევად იყო გაკეთებული. ამ მკვლელობას არანაირი რელიგიური მოტივი არ გააჩნდა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი, 28 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ქილერებმა პოლიტიკოსს მაშინ ესროლეს, როდესაც ის უკრაინელ მოდელთან ანა დურიცკაიასთან ერთად სეირნობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები