ვანუატუს დედაქალაქი ქარიშხალმა ნანგრევებად აქცია
ვანუატუში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხელისუფლება კი დახმარებას ითხოვს. ქარიშხალმა „პემმა“ ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილაში ნაგებობების 90 პროცენტი გაანადგურა და მოსახლეობა საცხოვრებლის გარეშე დატოვა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა გაეროს მონაცემებით, სტიქიამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. ვანუატუს არქიპელაგი 65 კუნძულს მოიცავს, რომელზეც 267 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, 47 ათასი – დედაქალაქში.