რუსეთის პირველმა არხმა უკრაინელი ხალხის მიმართ ჯარედ ლეტოს მიმართვა ამოჭრა

  რუსეთის პირველმა არხმა განმეორებითი ჩვენების დროს, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიიდან ამოჭრა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის “ოსკარის” მფლობელ ჯარედ ლეტოს სიტყვები, რომელმაც სცენიდან უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ყველას, ვინც უკრაინაში “ოსკარის” დაჯილდოების პირდაპირ ტრანსლაციას უყურებს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ! ჩვენ აქ ვართ იმ დროს, როდესაც თქვენ იბრძვით, რომ თქვენი ოცნებები ახდეს, რომ თქვენ იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელსაც იმსახურებთ. უკრაინელო და ვენესუელელო დემონსტრანტებო, ჩვენ დღეს თქვენზე ვფიქრობთ,”- განაცხადა ლეტომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები