აშშ-ში ნაყინით მოწამვლით სამი ადამაინი გარდაიცვალა

ხუთიდან სამი პაციენტი, რომლებიც კომპანია Blue Bell-ის ნაყინით მოიწამლნენ, აშშ-ს ქალაქ კანზასის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი იუწყება.
ექიმების განცხადებით, სამივეს ბაქტერია Listeria აღმოაჩნდათ. ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნაყინის მწარმოებელმა კომპანიამ რეალიზაციიდან პროდუქციის მთელი პარტია ამოიღო.
კომპანია Blue Bell-ი ნაყინს 108 წლის განმავლობაში აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები