სიერა-ლეონეს ვიცე-პრეზიდენტმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

სიერა ლეონეს ვიცე-პრეზიდენტმა სამუელ სამ-სუმანამ, მას შემდეგ რაც მის სახლს ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს, აშშ-ს საელჩოს პოლიტკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ВВС-ის ცნობით, სან-სუმანა და მისი მეუღლე სახლიდან გაიქცნენ და ახლა აშშ-ს საელჩოდან პასუხს ელოდებიან.
სიერა-ლეონეს ჯარის და პოლიციის წყაროები ადასტურებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის სახლთან მართლაც გააგზავნეს ჯარისკაცები მისი პირადი დაცვის გამოსაყვანად.
ერთი კვირის წინ სამუელ სან-სუმანა მმართველი პარტიიდან გარიცხეს. მას საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები