სვეტლანა დავიდოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია

სისხლის სამართლის საქმე მრავალშვილიანი დედის სვეტლანა დავიდოვას წინააღმდეგ, რომელსაც უკრაინის საელჩოში სატელეფონო ზარის გამო სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი, შეწყვეტილია. ამის შესახებ დავიდოვას ადვოკატმა ივანე პავლოვმა განაცხადა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სვეტლანა დავიდოვასგან ყველა ბრალდება მოხსნილია დანაშაულის შემცველობის არარსებობის გამო. მას განემარტა რეაბილიტაციის უფლება“, – წერს პავლოვი სოციალურ ქსელში.
რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა სვეტლანა დავიდოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც გასული წლის აპრილში დავიდოვამ უკრაინის საელჩოში დარეკა და შეატყობინა, რომ სმოლენსკის ოლქის ქალაქ ვიაზმაში მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სამხედრო ნაწილი დაცარიელდა, ხოლო სამხედროები, სავარაუდოდ, უკრაინაში გააგზავნეს.
მიმდინარე წლის 22 იანვარს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ დავიდოვას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო ღალატში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავიდოვას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები