რუსული და უკრაინული მედია: პუტინის თანამებრძოლი, გენერალი ზოლოტოვი მოკლულია

ვლადიმერ პუტინის იდუმალი გაუჩინარების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, მისი ერთ-ერთი თანამებრძოლის, რუსეთის შინაგანი ჯარების სარდლის ვიქტორ ზოლოტოვის გაქრობის შესახებ. მასთან დაკავშირება უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება.
სოციალური ქსელების მომხმარებლები კი წერენ, რომ გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი მოკლულია. ამ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „დიალოგი“ ავრცელებს.
შინაგანი ჯარების სარდლის პოსტზე ზოლოტოვი გასული წლის მაისში დაინიშნა. მანამდე გენერალი 13 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენეთ, რომ პირველად თავისი პრეზიდენტობის ისტორიაში ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღის წინ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სხდომას არ დაესწრო. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სიტუაცია სულ უფრო ემსგავსება სახელმწიფო გადატრიალებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები