სამხედრო ვერტმფრენმა, რომელსაც ავადმყოფი ბავშვი გადაჰყავდა, სერბეთში კატასტროფა განიცადა

სერბეთში კატასტროფა განიცადა სამხედრო ვერტმფრენმა, რომელსაც რეგიონ რასკადან ავადმყოფი ბავშვი ბელგრადში გადაჰყავდა. ვერტმფრენი „მი-171“ ბელგრადის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს დაეცა. ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი და 2 ექიმი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ, ნისლით გამოწვეული ცუდი ხილვადობა შეიძლება ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები