პოროშენკო: აშშ-მ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-მ კიევისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით უკრაინას ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატები, ღამის ხედვის ხელსაწყოები და რადარები გადაეცემა.
მისივე თქმით, უკრაინას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან კონტრაქტი აქვს იარაღის მიწოდების შესახებ.
„თუ უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის ტალღა აგორდება, ჩვენ ლეტალურ იარაღს და აგრესორის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უნდა ველოდოთ“. – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები