რომის პაპმა შესაძლოა, პონტიფიკოსის სკამი დროზე ადრე დატოვოს

რომის პაპმა ფრანცისკემ მისი წინამორბედის მსგავსად, შესაძლოა, პონტიფიკოსის სკამი დროზე ადრე დატოვოს. ამის შესახებ თავად პაპმა მექსიკურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“ვგრძნობ, რომ ჩემი პონტიფიკოსობა ხანმოკლე იქნება, ოთხი-ხუთი წელი, შესაძლოა, ორი-სამიც”, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა. მან ასევე განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, ბენედიქტეს გადაწყვეტილება – დროზე ადრე გადამდგარიყო “მამაცური” იყო.
“ბენედიქტე არ უნდა იყოს გამონაკლისი, შესაძლოა, ის იყოს ერთადერთი დიდი ხნის განმავლობაში, ან არ იყოს ერთადერთი”, – აღნიშნა რომის ამჟამინდელმა პაპმა.
არგენტინელი სასულიერო პირი, ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას სათავეში ზუსტად 2 წლის წინ – 2013 წლის 13 მარტს ჩაუდგა. მისმა უშუალობამ და თავმდაბლობამ კათოლიკური სამყარო მალევე მოხიბლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები