პუტინის გაუჩინარების ქრონოლოგია

12 მარტი – პუტინის გაუჩინარებაზე საუბარი 12 მარტს დაიწყო. დილიდან პოლიტიკოსები, ინტერნეტის მომხმარებლები და საზოგადოება ვლადიმერ პუტინის გაქრობაზე ალაპარაკდნენ. პუტინი 6 მარტიდან არავის უნახავს. ჭორები პუტინის ავადმყოფობის შესახებ მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო.
„პუტინი ისეთი ჯანმრთელია, რომ ხელის ჩამორთმევისას შეიძლება ხელი მოგამტვრიოთ“, – იხუმრა პესკოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინი არაფორმალურ შეხვედრებს მართავს. აქვე პესკოვმა დაამატა, რომ პუტინი უშიშროების ფედრალური სამსახურის (ФСБ) მიმდინარე წლის კოლეგიის სხდომაში მონაწილოებას არ მიიღებს. პესკოვმა არ გააკეთა კომენტარი ინფორმაციაზე, რომ ყაზახეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის გადადების მიზეზი შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს.
ბოლო ოფიციალური შეხვედრა ვლადიმერ პუტინმა 5 მარტს გამართა – ის იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რეცცის შეხვდა. 17 მარტისთვის დაგეგმილია პუტინის მონაწილოება ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაში. მოგვიანებით, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრას გამართავს.

13 მარტი

13 მარტს კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინი რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. პრეზიდენტის საიტზე ამ შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნეს. ამავე დღეს კრემლში განაცხადეს, რომ 16 მარტს პუტინი ყირგიზეთის პრეზიდენტს სანქტ-პეტერბურგში შეხვდება. ამავე დღეს შევეიცარიულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პუტინის გაუჩინარება ალინა კაბაევას მშობიარობასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, 13 მარტს პრეზიდენტმა რამდენიმე დავალება მისცა რუსეთის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს. მოგვიანებით, რუსეთის პირველმა არხმა პუტინის და ვიაჩესლავ ლებედევის შეხვედრის ვიდეო გაავრცელა. რაც შეეხება ფოტოებს, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მათ „ყალბი“ უწოდეს. ლებედევის გვერდით ფოტოზე ჩანს საათი, რომელიც ცოტა ხნით ადრე რამზან კადიროვს აჩუქეს. ასევე პარასკევს დიმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინს შვილი ეყოლა.
13 მარტს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა აშშ და დასავლეთის ქვეყნები რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. „რუსეთის მტრებმა რამდენჯერმე სცადეს მისი დაშლა ჩეჩნეთის და საქართველოს გამოყენებით“, – ამბობს კადიროვი.

14 მარტი

შაბათს, 14 მარტს გამოცემა Bloomberg-მა გამოაქვეყნა სტატია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და „როსნეფტის“ ხელმძღვანელის, ვიცე-პრემიერის ვლადიმერ სეჩინის დაძაბული ურთიერთობების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები