სოციალურ ქსელებში კრემლთან სატვირთო მანქანების გამოჩენას აქტიურად განიხილავენ

პუტინი ბარგს ალაგებს და კრემლიდან მირბის, – ასე გამოეხმაურნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები კრემლის სიახლოვეს სატვირთო მანქანების კოლონის გამოჩენას. ბლოგერების აზრით, რუსეთის ლიდერს თავისი ქონება გააქვს და ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვოვიჩის მსგავსად, როსტოვში აპირებს გადაბარგებას. თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ მანქანების კოლონას უბრალოდ კრემლთან იმ სცენის ნაწილები მიაქვს, რომელზეც ყირიმის ანექსიის წლისთავი უნდა აღინიშნოს.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა რუსი და უკრაინელი ბლოგერები აქტიურად განიხილავენ ვერსიას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დამხობილია, ხოლო ძალაუფლება პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ან თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჩაიგდეს ხელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები