უკრაინელი ბლოგერი: რუსეთში ხელისუფლებას დიმიტრი მედვედევი აკონტროლებს

ამ მომენტისთვის კრემლში მთელი ხელისუფლება რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ხელშია, ეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მართვასაც ეხება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინელი ბლოგერი ვიტალი კლიმი წერს.
„მეგობრებმა მაცნობეს მოსკოვიდან, რომ 11 მარტიდან რუსეთის ფედერაციის მართვის ძირითად ფუნქციებს დიმიტრი მედვედევი ახორციელებს. შეინიშნება სახელწიფო მანქანების კონცენტრაცია კრემლთან და რუსეთის მთავრობის სახლთან, ხოლო კრემლის და მთლიანად მოსკოვის თავზე უამრავი ვერტმფრენი დაფრინავს“, – წერს ბლოგერი.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე ვერტმფრენი პრეზიდენტის საავადმყოფოს ტერიტორიაზეც დაეშვა.
„მოსკოვში რაღაცა ხდება და ველოდებით ახალ ამბებს“, – ამბობს კლიმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები