აშშ-ში დაღუპული ორი ქართველი კურსანტი საკუთარ სახლებში გადაასვენეს

ნიუ-ჯერსიში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტები საკუთარ სახლებში გადაასვენეს. სოსო მაკარიძეს სამშაბათს, თერჯოლაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
გვიან საღამოს, ქაშვეთის ტაძრიდან სამთავისში, ამაღლების ტაძარში გადაასვენეს ბესარიონ გორჯოლაძე. პანაშვიდის შემდეგ, მას მშობლიურ ქვემო ჭალაში დაკრძალავენ.
რიგითები – სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ამერიკის საზღვაო დაცვის აკადემიაში სწავლობდნენ და 7 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. მათი სამოქალაქო პანაშვიდი გუშინ, ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა.
ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები