ვლადიმერ პუტინის შვილის გაჩენის შესახებ ინფორმაციას კრემლი „ჭორებს“ უწოდებს

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს და ალინა კაბაევას შვილი ეყოლათ.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინს შვილი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა პესკოვმა.
შვეიცარიულმა ტაბლოიდმა Blick-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალინა კაბაევამ რამდენიმე დღის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. გამოცემის ინფორმაციით, კაბაევამ შვეიცარიის ქალაქ სორენგოში მდებარე წმინდა ანას კლინიკაში იმშობიარა. გამოცემა წერდა, რომ ეს პუტინის და კაბაევას მესამე შვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები