მიხეილ გიორგაძემ ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქალაქ ამბროლაურს ეწვია. მინისტრი რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს პარმენ მარგველიძეს შეხვდა. მათ კულტურის როლსა და რეგიონში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების მიზნით სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. მიხეილ გიორგაძემ პარმენ მარგველიძესთან ერთად ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც დაათვალიერა. მუზეუმი 1965 წელს დაარსდა და მასში ცნობილი ქართველი მხატვრების 580-მდე ნამუშევარია დაცული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები