პუტინის გაუჩინარების კიდევ ერთი ვერსია

შვეიცარიული მედია მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაუჩინარდა, ვინაიდან მას შვილი ეყოლა. “ტაბლოიდ Blick-ის” ინფორმაციით, ჭორები კანტონ ტიჩინოდან მოვიდა, სადაც წმინდა ანას კლინიკაში ალინა კაბაევა მშობიარობდა. ჟურნალისტები ხშირად განიხილავენ პუტინის და კაბაევას რომანს, მაგრამ კრემლში ამას „ჭორებს“ უწოდებენ. გამოცემის ინფორმაციით, ეს პუტინისა და კაბაევას მესამე შვილია, თუმცა ოფიციალურად ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს. ამავე კლინიკაში რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინის მეგობრის – იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის შვილმაც იმშობიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები