პუტინი ამხილეს – დაკონსერვებული სიუჟეტები რუსეთის პრეზიდენტზე (ვიდეო)

მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლებედევის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ფოტოების სიძველის შესახებ ეჭვი გაჩნდა, რუსული ტელეარხი „დოჟდი“ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.
ტელეარხის სიუჟეტში ნაჩვენებია თუ როგორ მზადდება რუსეთის ლიდერის შესახებ „დაკონსერვებული“ სიუჟეტები. ოპოზიციური არხის ცნობით, ვლადიმერ პუტინს დღეში შეიძლება რამდენიმე ათეული შეხვედრა ჰქონდეს, რომელთაც იღებენ, მაგრამ მათი ეთერში გაშვება დოზირებულად, კრემლის მიერ მითითებულ დღეებში ხდება. ასე რომ იმის დადგენა თუ როდის ჩატარდა ესა თუ ის შეხვედრა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ადმინისტრაციიდან ეს ინფორმაცია არ გამოდის, ხოლო ოპერატორები შესაბამისი სამსახურების მიერ „შემოწმებული“ ხალხია. ასე მაგალითან ტელეარხების ცნობით, არქტიკაში 2010 წელს ვლადიმერ პუტინი 29 მარტს იმყოფებოდა, ხოლო რუსეთის დუმაში გამოსვლისასა ის უკვე შემდგარ ვიზიტზე მარტის შუა რიცხვებში საუბრობს. ანუ სიუჟეტის ეთერში გაჩვება 2 კვირის შემდეგ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს კრემლის მიერ გავრცელებული ვლადიმერ პუტინის შეხვედრის კადრში ჩანს საათი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა აჩვენა და წესით ეს საათი პუტინის კაბინეტში არ უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები