რუსეთის ეკონომიკის ვარდნა მიმდინარე წელს 3,5-4 პროცენტია
რუსეთის ეკონომიკის ვარდნა მიმდინარე წელს 3,5-4%-ს შეადგენს. ამ პროგნოზს რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს. „სუსტი ეკონომიკური აქტივობა ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. მომავალში მოსალოდნელია, ნავთობზე დაბალი ფასების შენარჩუნებისა და უცხოური კაპიტალისადმი რუსული კომპანიების წვდომის არარსებობის შენარჩუნების პარალელურად, წარმოების შემცირება“,-ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მისივე პროგნოზით, წლის ბოლომდე კაპიტალის და ინვესტიციების კლება გაგრძელდება. ეს ყველაფერი კი სამუშაო ადგილების და სახელფასო ფონდის შემცირებას გამოიწვევს.