შვედეთის პროკურატურა ჯულიან ასანჟის დაკითხვას აპირებს
შვედეთის პროკურატურა პორტალ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის დაკითხვას ლონდონში აპირებს. შესაბამისი განაცხადი მის ადვოკატებს უკვე გაეგზავნათ.
შვედეთის პროკურატურა დაკითხვის ჩატარებას იმის გამო გეგმავს, რომ ასანჟის მიერ ჩადენილ ზოგიერთ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის აგვისტოში გასდის.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო პორტალ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი უკვე ორ წელზე მეტია ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. ის ცდილობს, შვედეთში ექსტრადიცია აიცილოს, სადაც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.