ბინ ლადენის მკვლელი სპეცრაზმელი ტელეკომპანია “ფოქს ნიუსის” თანამშრომელი გახდა

ამერიკელი სპეცრაზმელი რობ ონილი, რომელმაც ოსამა ბინ ლადენი მოკლა, ტელეკომპანია “ფოქს ნიუსის” თანამშრომელი გახდა.
როგორც არხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რობ ონილი, სამხედრო ექსპერტის რანგში, გადაცემას გაუძღვება.
ყოფილმა სპეცრაზმელმა ვინაობის გასაჯაროება სამსახურიდან ვადამდელი გათავისუფლებისა და სოციალური შეღავათების მოხსნის შედეგად გადაწყვიტა.
სპეციალურ დანაყოფში მან 16 წელი იმსახურა. მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში ის 400-ზე მეტ ოპერაციაში მონაწილეობდა.
ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” ლიდერი ოსამა ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში განხორციელებული ოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები