რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ყირიმელი ჟურნალისტების ბინებს ჩხრეკს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დღეს ყირიმელი ჟურნალისტის ანა ანდრიევსკაიას მშობლების ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ჟურნალისტი ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ ყირიმიდან წავიდა და ამჟამად კიევში ცხოვრობს. ანა ანდრიევსკაიას წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით.
დღესვე, რუსულმა სპეცსამსახურებმა ჟურნალისტ ნატალია კოკორინას ბინაც გაჩხრიკეს.
„ამ შემთხვევაში მიზეზებზე არავინ საუბრობს. უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტის სახლთან მორიგეობენ და სადარბაზოში არავის უშვებენ“, – აცხადებენ „ჟურნალისტური გამოძიების ცენტრის“ წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები