პესკოვი – პუტინი ასტანაში შესაძლოა, მომავალ კვირას ჩავიდეს

რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, მომავალ კვირას ასტანაში გაიმართოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პუტინის ვიზიტი ასტანაში მომავალ კვირას შეიძლება შედგეს“, – განუცხადა პესკოვმა „რია ნოვოსტის“. ასევე, 18 მარტს პუტინი გეგმავს სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გამართვას, რომელზეც სამეკავშირეო და ინტეგრაციის ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი.
„ამ შეთანხმებამ ყველა აუცილებელი პროცედურა გაიარა. ხელმოწერის თარიღი არ გადატანილა. რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები დოკუმენტს 18 მარტს მოაწერენ ხელს“, – აცხადებენ პუტინის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ბოლო რამდენიმე დღეა ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ თემა აქტიურად განიხილება. პუტინი საჯაროდ ერთი კვირაა არ გამოჩენილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები